ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 31-მა ახალგაზრდამ „სქილვილის“ აკადემიის სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა
ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 31-მა ახალგაზრდამ „სქილვილის“ აკადემიის სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა. სტუდენტების სწავლის საფასური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად დააფინანსა. ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის, მედიათეკის დარბაზში, კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, მერი, და „სქილვილის“ აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
