შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. შეხვედრაზე საქართველოში მშვილდოსნობის განვითარების შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა.
