საპროტესტო გამოსვლები გრძელდება სერბეთში
საპროტესტო გამოსვლები გრძელდება სერბეთშიც. ქალაქ ნისში ანტისახელისუფლო აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას გასული წლის ნოემბერში რკინიგზის სადგურის ფრაგმენტის ჩამონგრევის გამო, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვენ.
