რუმინეთის დედაქალაქში ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კელინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა
რუმინეთის დედაქალაქში ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კელინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიტიკოსმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 26 თებერვალს ჯორჯესკუს ბრალი 6 მუხლით წაუყენეს, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე. მას 2 თვით ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
