ემანუელ მაკრონი:თუ არის ვინმე, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის არა კიევში, არამედ მოსკოვშია
„თუ არის ვინმე, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის არა კიევში, არამედ მოსკოვშია“,- ასე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აგრესორი რუსეთია, უკრაინა კი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც იცავს.
