ვიქტორ ორბანი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე
„ზელენსკის მშვიდობა არ სურს, რაც ტრამპთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- ასე აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში მომხდარ ინციდენტს. ვიქტორ ორბანის თქმით, ტრამპს კონფლიქტის დარეგულირება უნდა, რაზეც ზელენსკი უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა პრაქტიკულად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
