ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა და გამოხმაურებები
ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა და გამოხმაურებები. „ზელენსკი მიეჩვია, კიევმა განსაზღვროს, როგორ უნდა რეგულირდებოდეს კონფლიქტი, მაგრამ შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს ახალი მიდგომებით“,- ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა. მისი თქმით, თეთრ სახლში ზელენსკის უტაქტო ქცევამ ტრამპს არა მხოლოდ იმედი გაუცრუა, არამედ ძალიან გააბრაზა.
