ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
თოვლი და ლიპყინულია ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. გზის ამ მონაკვეთზე გადადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ. უამინდობის გამო თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დილიდან ვერ შეძლო, თუმცა ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება გზები, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას მალე განაახლებს.
