ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მუნიციპალური სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. ყველა ცენტრალური და საკვანძო გზა გაწმენდილია. დასასრულს უახლოვდება შიდა საუბნო გზების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოები. მუნიციპალური ავტობუსები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
