„განდაგანა“ ფრანგულად
ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების ყურადღების ცენტრში „განდაგანას“ ფრანგული ინტერპრეტაცია მოექცა. ფრანგი რეპერის მეტრ „გიმსის“ ახალი სიმღერა „ნინაო“, ქართული ფოლკლორის ერთ-ერთ გამორჩეულ აჭარულ ნიმუშს ეფუძნება და მუსიკოსის Spotify-ს გვერდზე უკვე სამ მილიონამდე მოსმენა აქვს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა მუსიკალური ვიდეოს მოკლე ვერსიაც, რომელშიც პარიზში ქართული დიასპორის ანსამბლი „ლაზი“ მონაწილეობს
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
