მემორიალური დაფა
პეტრე მელიქიშვილის გამზირზე 13 ნომერში ცნობილი მუსიკათმცოდნე, პედაგოგის, ევგენი მაჭავარიანის მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაზე მუსიკოსის მეგობრები და კოლეგები იმყოფებოდნენ. მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ ევგენი მაჭავარიანის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ვიდეოკოლაჟის ჩვენება „კინო სახლის" დარბაზში შედგა
