დიდი დიღმის სპორტულ კომპლექსში, გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ და საბრძოლო სამბოში
დიდი დიღმის სპორტულ კომპლექსში, გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ და საბრძოლო სამბოში. ტურნირში მონაწილეობა 280-მა მამაკაცმა და ქალმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა საუკეთესო სამბისტებმა მიიღეს, რომლებიც საკუთარი კატეგორიების ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. შეჯიბრში გამარჯვებულები მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე
