აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგო ქსელის აღსადგენად USAID-ის მხარდაჭერის პროგრამა გააუქმა
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ენერგო ქსელის აღსადგენად USAID-ის მხარდაჭერის პროგრამა გააუქმა. ცნობას NBC News-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ეს არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა უკრაინის ენერგო სექტორში, რათა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან განადგურებული ინფრასტრუქტურა აღედგინათ. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოსცა განკარგულება, რომ გაუქმდეს პროგრამა, რომელიც „ფინანსური სექტორის რეფორმის საქმიანობაზე“ იყო ორიენტირებული