იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო
იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა