მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს
გურიის რეგიონში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შესულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ. მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს