უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ეს რთულად მოინელა. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო“ - დაწერა უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში
