ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას
ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ღონისძიებას ესწრებოდა ნიუ იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მარკ ჯეიფი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთხივე ქვეყნის ინტერესშია სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და მშვიდობა. გენერალური საკონსულო მსგავსი შეხვედრების გამართვას სისტემატურად გეგმავს
