ბათუმში ყველა ცენტრალური და საკვანძო ქუჩა გათავისუფლებულია თოვლის საფარისაგან
ბათუმში ყველა ცენტრალური და საკვანძო ქუჩა გათავისუფლებულია თოვლის საფარისაგან. დასასრულს უახლოვდება დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 80 პროცენტით არის აღდგენილი. საბავშვო ბაღები და სკოლები 4 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საგანმანათლებლო პროცესს
