უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ახლო მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წარმოუდგენელს უწოდებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ახლო მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წარმოუდგენელს უწოდებს. უნგრულ რადიოსთან ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში შესვლა პირველ რიგში უნგრეთის სოფლის მეურნეობას, შემდეგ კი ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს. ორბანი უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას ღიად ეწინააღმდეგება, თუმცა მომავალში პოზიციის შეცვლას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ გარკვეული გარემოებების შექმნის შემდეგ, შესაძლოა უკრაინა ევროკავშირში მიიღონ.
