ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. ცნობას ბლუმბერგი აქვეყნებს. 2 მარტს ლონდონში უკრაინის საკითხის განსახილველად,დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ევროპის ათი სახელმწიფოსა და თურქეთის ლიდერები მიიწვია. შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტიც დაესწრება. ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ლიდერებს დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალებს გააცნობენ. ლონდონის სამიტის მიზანი, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ერთიანი პოზიციის შემუშავებაა.