ეკონომიკური ზრდა
2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებელს პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ეხმიანებიან. მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სავალუტო ფონდის თანახმად 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
