საფრანგეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ნატოს მსგავსი თავდაცვითი კავშირი უნდა შექმნას
საფრანგეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ნატოს მსგავსი თავდაცვითი კავშირი უნდა შექმნას. გამოცემა ფიგაროსთან საუბრისას, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ვერ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი, ევროკავშირმა თავდაცვაზე საკუთარი ძალებით უნდა იზრუნოს. ბაირუ მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ერთადერთი მყარი გარანტია დამოუკიდებლად მოქმედებაა. ბაირუ ასევე ფიქრობს, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი დაფინანსება უნდა გამოყოს.
