აშშ-ში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმების შემდეგ, ტორონტოს ლგბტ პრაიდმა სამი ძირითადი სპონსორი დაკარგა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმების შემდეგ, ტორონტოს ლგბტ პრაიდმა სამი ძირითადი სპონსორი დაკარგა. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ის ბიზნესები, რომლებიც მათი დონორები არიან და პარალელურად, შტატებში საქმიანობენ, საკუთარი კომპანიების ლგბტ აქტივიზმთან ასოცირებას ერიდებიან, ვინაიდან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკას აქტიურად ეწინააღმდეგება. ორგანიზატორები შიშობენ, რომ ლგბტ პრაიდის დაფინანსების შეჩერება, შესაძლოა მომავალში სხვა კომპანიებმაც გადაწყვიტონ.
