პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამედროვე ისტორიაში პირველი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ბრიტანეთის მონარქმა სახელმწიფო ვიზიტით უკვე მეორედ მიიწვია
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამედროვე ისტორიაში პირველი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ბრიტანეთის მონარქმა სახელმწიფო ვიზიტით უკვე მეორედ მიიწვია. მეფე ჩარლზ მესამის მიწვევა შეერთებული შტატების პრეზიდენტს თეთრ სახლში სტუმრობისას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა გადასცა და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებული და უპრეცედენტო ფაქტია. ტრამპმა თავის მხრივ განმარტა, რომ გაერთიანებულ სამეფოს და ბრიტანეთის მონარქს აუცილებლად ესტუმრება. ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია.
