სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ვითარება გურიაში
გურიის რეგიონის მაღალი ზონის სოფლებში გამოწვევები რჩება. ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ვერ ხერხდება, უწყვეტად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო. გურიაში 29 ათასამდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, ასევე გაზმომარაგება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს. დიდთოვლობით დაზარალებულ მოსახლეობას სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდება. ასევე რეგიონში მოქმედებს შესაბამისი ცხელი ხაზიც.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
