გუდაურში მსოფლიოს თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში მიმდინარეობს
გუდაურში მსოფლიოს თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში მიმდინარეობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს სახელით შეჯიბრებაზე დავით თედიაშვილი ასპარეზობდა, თუმცა კვალიფიკაცია ვერ გადალახა. ტურნირი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრების ორგანიზატორი კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო, მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა.
