შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეებს ეხმარებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეებს ეხმარებიან. ისინი სხვადასხვა სოფელში, ადგილობრივ მოსახლეობას საკვებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ. სამაშველო სამუშაოებში ჩართულმა მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან ერთად, კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.