მოსახლეობის დასახმარებლად გურიაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს
სტიქიასთან ბრძოლის უწყვეტი პროცესი გრძელდება. გურიაში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების 80% თოვლისგან გაწმენდილია, რაც შეეხება კომუნალური სერვისების მიწოდებას, გურიის რეგიონში დამატებით, 5 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები ჩაიტანეს. გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები