„იბერია“ VS „თელავი“
საფეხბურთო კლუბი „იბერია“ ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. საქართველოს ჩემპიონმა ხუთი ახალი ფეხბურთელი, დავით სხირტლაძე, ლუკა სილაგაძე, ნიკა ხორხელი, დორასო კლასი და გიორგი ქობულაძე დაიმატა. გიორგი კოხრეიძემ, ოთო მამაგეიშვილმა, შეიკნე სილამ და ცოტნე კაპანაძემ კი გუნდი დატოვეს. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ახალ სეზონს ქვეყნის ჩემპიონი ხვალ, „თელავთან“ საშინაო მატჩით გახსნის. მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება