ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, არ ემსახურებოდეს ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს
მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს არ ემსახურებოდეს - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი მიშა მშვილდაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. შეგახსენებთ, მშვილდაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა და ჯოზეფ ბორელის მიერ მედიისთვის და ენჯეო სექტორისთვის დაპირებული 120 მილიონი ევრო მოითხოვა
