აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, მეორე დღეა საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან
აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, მეორე დღეა საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან. დღეს შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილზე გაიმართა. მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს