დიდთოვლობაა იმერეთშიც, რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს
დიდთოვლობაა იმერეთშიც, რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ქუთაისში რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს. ბოლო მონაცემებით, შემცირდა ჩაკეტილი სოფლების რაოდენობა. სამუშაოებში, მძიმე ტექნიკასთან ერთად, თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ. იმერეთში მეორე დღეა იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დეპუტატებთან ერთად
