საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა ქობულეთშიც
საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა ქობულეთშიც. სხდომას პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დაესწრნენ. ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში არსებულ მდგომარეობას და იმ ღონისძიებებს გაეცნენ, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ატარებს. პრობლემები ჯერ ისევ არის, განსაკუთრებით, მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა აქტიურად გრძელდება
