გურიაში დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზები მოკლე ვადაში გაიწმინდოს
გურიაში დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზები მოკლე ვადაში გაიწმინდოს. გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებით. საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობას მიეწოდება პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები. საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოსახლეობის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის ძალები და სასწრაფო დახმარების 200-ზე მეტი ბრიგადა