„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპელი ჩინოსნები მიჩნევენ, რომ ემანუელ მაკრონის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დროის ფუჭი ხარჯვა იყო
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპელი ჩინოსნები მიჩნევენ, რომ ემანუელ მაკრონის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დროის ფუჭი ხარჯვა იყო. ევროკავშირის ოფიციალური პირები და დიპლომატები აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ვერ შეძლო უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება. მაკრონმა ევროპელ ლიდერებს აცნობა, რომ თეთრ სახლში ვიზიტისას მას დონალდ ტრამპი უკრაინის უსაფრთხოების საკითზე კონკრეტულად არაფერს დაჰპირდა. ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ, ევროპაში იმედოვნებენ, რომ ამერიკა ამ პროცესში სადაზვერვო ცნობების გაზიარების სახით მაინც ჩაერთვება.
