დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას ნატოში ნაწილ-ნაწილ გაწევრიანებას სთავაზობს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას ნატოში ნაწილ-ნაწილ გაწევრიანებას სთავაზობს. უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ჯონსონი ამბობს, რომ პუტინის დამარცხება იქნება, თუ ალიანსი უკრაინის გაწევრიანების პროცესს დაიწყებს და თავდაპირველად, გერმანის მსგავსად, მას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მიიღებს. უკრაინის ნატოში შესვლას რუსეთი ეწინააღმდეგება, ბორის ჯონსონს კი მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს. უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
