ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძვირფასი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს
ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძვირფასი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ „ეკონომისტი“ იუწყება. გამოცემის ცნობით. ამჟამად შეთანხმებას საკმაოდ ბუნდოვანი სახე აქვს. მაგალითად, უცნობია, როგორ გააკონტროლებს ამერიკული მხარე ფონდს და როგორი იქნება მისი მართვის მექანიზმი. გარდა ამისა, „ეკონომისტის“ ცნობით, დოკუმენტის თანახმად უკრაინის კომპენსაცია იმ 500 მილიარდზე გაცილებით ნაკლები იქნება, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისგან ითხოვს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ძვირფასი მინერალების რეალური მასშტაბები ამ ეტაპზე უცნობია, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორია შესაბამისი თანამედროვე მოწყობილობებით გამოკვლეული არ არის.
