ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ი ქვეყანაში კანონისა და სამართლიანობის მემარჯვენე პარტიისთვის ძირის გამოთხრას და მემარცხენე პოლიტიკის აღზევებას ცდილობდა
პოლონეთში ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ი ქვეყანაში კანონისა და სამართლიანობის მემარჯვენე პარტიისთვის ძირის გამოთხრას და მემარცხენე პოლიტიკის აღზევებას ცდილობდა. „გაზეტა პოლსკას“ გამოძიების მიხედვით, საერთაშორისო სააგენტოს ამის მიღწევა სხვადასხვა ჯგუფის დაფინანსებით სურდა. მათ შორის იყვნენ აქტივისტთა ჯგუფები და პროგრესული მედია. გამოძიების თანახმად, USAID-ი რეკლამის განმთავსებლებზე ზემოქმედებით კონსერვატიული მედიის გაჩუმებასაც ცდილობდა. ამასთან, ამერიკელი გადამხდელების ფულით პოლონეთის სკოლებში ლგბტ თემის მხარდამჭერი აქტივობა ფინანსდებოდა. პოლონური გაზეთის გამოძიების შესახებ ცნობა ილონ მასკმა მიკრობლოგ იქსში გააზიარა.