ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, პრემიერ-მინისტრი აფასებს
ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, პრემიერი მინისტრი აფასებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს და ამაზე არქივიც მეტყველებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში.