პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ქობულეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრნენ
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ქობულეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრნენ. ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში არსებულ მდგომარეობას და იმ ღონისძიებებს გაეცნენ, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ატარებს. აღინიშნა, რომ გამოწვევები ჯერ ისევ რჩება მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა აქტიურად გრძელდება და მაქსიმუმი გაკეთდება მოსახლეობის საჭიროებების მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად.