შეერთებული შტატები და რუსეთი არქტიკას განიხილავენ, როგორც შესაძლო მიმართულებას ეკონომიკური თანამშრომლობისთვის
შეერთებული შტატები და რუსეთი არქტიკას განიხილავენ, როგორც შესაძლო მიმართულებას ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს ბუნებრივი რესურსების ერთობლივ მოპოვებასა და სავაჭრო მარშრუტების განვითარებას. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ორივე მხარე გამოხატავს მზადყოფნას ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
