დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას მხარი დაუჭიროს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას მხარი დაუჭიროს. კირ სტარმერის თქმით, პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში მშვიდობა სურს, რაც ევროპისა და უკრაინის სურვილიცაა, თუმცა უკრაინას და ევროპას მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდათ და არა უბრალოდ, ცეცხლის შეწყვეტა.
