დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტების 90%-ს აუქმებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტების 90%-ს აუქმებს. ამის შესახებ „ასოშიეიტიდ პრესი“ წერს. საუბარია 60 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებზე, რომლებიც უცხოეთის ქვეყნების დასახმარებლად იყო განკუთვნილი. სააგენტოს ცნობით, სახსრების შემცირების შემდეგ „იუ ეს ეი აი დი“ მხოლოდ პროექტების მცირე ნაწილის გადარჩენას შეძლებს.
