სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მხარეები მოსამართლეების გადაწყვეტილებას ელოდებიან. მას შემდეგ, რაც მოსამართლეების კითხვები უკავშირდებოდა გიორგი გახარიას მიერ საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვის სისწორეს, მთავრობა ელის, რომ დიდი პალატა ძალაში დატოვებს პირველი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფომ ევროპული სტანდარტებით იმოქმედა. კითხვები კი უშუალოდ ოპერაციის დაგეგმვის და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ეხებოდა.
