მამუკა მდინარაძე: ამორალურობაა ის, რასაც გარკვეული მედია საშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის პარალელურად ცდილობენ
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ამორალურობაა ის, რასაც გარკვეული მედია საშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის პარალელურად ცდილობენ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს, რისი მიზანიც, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იმის წარმოჩენა იყო, თითქოს სტიქიის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა.