დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში, ჯამში, 800-მდე სკოლაში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სკოლები მოსწავლეთა მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან. აჭარის რეგიონის სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება.
