განათლების მინისტრი გერმანიის ელჩის განცხადებას პასუხობს
განათლების მინისტრი გერმანიის ელჩის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და გერმანიის სამინისტროებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა შეჩერდა. ალექსანდრე წულაძე აცხადებს, რომ ფიშერის განცხადება პოლიტიკური ინტერპრეტაციაა და გერმანიის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მხოლოდ სამომავლო პროექტებსა და პროგრამებს ეხება. განათლების მინისტრი ასევე განმარტავს, რომ სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს გერმანიის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება არ ეხებათ. შესაბამისად, გაცვლით პროგრამებს საფრთხე არ ემუქრება.
