სტიქიის ფონზე ოპოზიცია დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული
სტიქიის ფონზე ,ოპოზიცია დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ამჯერად სოციალურ ქსელში, დღეს , ნაციონალური მოძრაობის წევრმა თათია ნიკოლაშვილმა, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს წევრიც არის, დაწერა, რომ სოფელ ციხისფერდში სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში კი მათ შორის ბავშვიც არის მოყოლილი, 112 კი ამ ფაქტზე არ რეაგირებს. "ქრონიკა" ამ ოჯახს დაუკავშირდა, გაირკვა, რომ სახლის სახურავი გუშინ დაზიანდა, თუმცა ამას იქ მყოფებისთვის საფრთხე არ შეუქმნია . შვილი და დედა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თავად გამოიყვანა და ამისთვის 112 ში საერთოდ არ დაურეკავს. როგორც თავად ამბობს 112 ს თოვლისგან სახურავის გასაწმენდად დაურეკა