ბაღდათის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს
სტიქიას ებრძვიან ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ორიათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბაღდათის მერის ინფორმაციით გზები ინტენსიურად იწმინდება. კახა ენუქიძის თქმით, მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისთვის, საჭიროებების მიხედვით ხდება საკვების და მედიკამენტების მიწოდება. ბაღდათის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.