ვითარება გურიაში
დიდთოვლობის გამო ვითარება ისევ რთულია გურიაში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენლობით და შესაბამისი ტექნიკით ჩართულია ჯარი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს სამაშველო სამსახურთან, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მუდმივ კოორდინაციაში არიან. საგანგებო რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. გურიაშია პრემიერ მინისტრი.

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები